ედუარდ კოკოითს ე.წ სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ ყოფილ დე ფაქტო ლიდერს, ედუარდ კოკოითს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.
„ედუარდ კოკოითი რესპუბლიკაში მუდმივად ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა. შესაბამისად მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა”, – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კრისტინა ავლოხოვამ.
5 მარტს ედუარდ კოკოითი ცხინვალში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა ცხინვალის მერიამ ამაზე უარი უთხრა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ადგილობრივი უშიშროების კომიტეტი და ე.წ. შსს სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ ცრუ ინფორმაცია მიწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები