ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატის მოწმობა მიიღო
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატის მოწმობა მიიღო. შესაბამისი მოწმობა მას ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ბელა პლიევამ გადასცა. თიბილოვმა საინიციატივო ჯგუფს. რომელმაც „პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. მადლობა გადაუხადა.
„თუ ჩემი ხალხი პრეზიდენტად ამირჩევს და ნდობას გამომიცხადებს, როგორც 2012 წელს, პირობას ვდებ, რომ იმედებს გავამართლებ“ – განაცხადა თიბილოვმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში “საპრეზიდენტო“ არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.