ოკუპანტებმა ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 75 წლის მოხუცი დააკავეს

​საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მკვიდრი, 75 წლის ნიკოლოზ თვაური გაიტაცეს. ნიკოლოზ თვაურის მეუღლე აცხადებს, რომ დაკავებისას, მისი ქმარი საკუთარ მიწის ნაკვეთში იმყოფებოდა და საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა.
ნიკოლოზ თვაური ე.წ. მესაზღვრეებმა წინაგარში, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის ბაზაზე გადაიყვანეს, საიდანაც, სავარაუდოდ, ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს.
საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო კომისიას ეცნობა და ყველაფერი კეთდება უკანონო ბრალდებით დაკავებული პირის გასათავისუფლებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები