ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგერინის განცხადებას ცინიკურს უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებას, რომელმაც ენგურზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის – ოტობაიასა და ნაბაკევის დახურვით შეშფოთება გამოთქვა, ცინიკურს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილებას სწორედ საქართველოს ხელისუფლება აფერხებს და ჟენევაში, უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის დროს, ფედერიკა მოგერინის სოხუმის წარმომადგენლებმა შესაბამისი წერილი გადასცეს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოტობაიასა და ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის შემდეგ, ამ სოფლებიდან გადასასვლელ პუნქტამდე ავტობუსი დაინიშნა, ხოლო გზის საფარი გარემონტდა.