წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
“წმინდა სინოდის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე, ჯერ დადგენილი არ არის”, – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს პრესცენტრი ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წმინდა სინოდის სხდომა, სავარაუდოდ, 7 მარტს უნდა გამართულიყო.