პოეტ ბელა ჩეკურიშვილთან შეხვედრა გაიმართება

3 მარტს, 19:30 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ბელა ჩეკურიშვილთან შეხვედრას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ბელა ჩეკურიშვილი არის პოეტი, ჟურნალისტი, ბონის უნივერსიტეტის კომპატარისტის მიმართულების სტუდენტი, მისი საკვლევი თემაა „არგონავტების მითის ინტეპრეტაცია ოთარ ჭილაძისა და კრისტა ვულფის პროზაულ ტექსტებში“.
გამოსცა სამი პოეტური კრებული ქართულ ენაზე: „ან-ან“ (1998), „ღია ბარათები“ (2009), „შეკითხვად სიზიფეს“ (2012), დოკუმენტური მოთხობების კრებული „რაინისპირა ამბები“ (2016) და პოეტური პრებული გერმანულ ენაზე “Wir, die Apfelbäume” (ჩვენ, ვაშლის ხეები) 2016, Wunderhorn Verlag.
მისი ლექსები შესულია თანამედროვე ქართული ლირიკის კრებულში “Aus der Ferne” (შორიდან), გამომცემლობა Corvinus Presse, 2016 და 2017 წლის გერმანული ლირიკის ანთოლოგიაში “Jahrbuch der Lyrik 2017” (გამომცემლობა Schöffling &co).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები