სემეკ-მა „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ ტარიფების დადგენაზე ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
კომისიაში წინადადებების წარდგენის ვადად მიმდინარე წლის 31 მარტი, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად – 20 ივლისი განისაზღვრა.
მიმდინარე წლის 31 მარტის 18:00 საათამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, კომისიაში შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, მოსაზრებები წარადგინოს.
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, მოსაზრებების წარდგენისას, საკუთარი ვინაობა არ მიუთითოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები