მაია მიმინოშვილი: აბიტურიენტების რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება

წინა წელს, აბიტურიენტებს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე ჰქონდათ, პირველი ეტაპი 31 მარტს დასრულდება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მაია მიმინოშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე სტუდენტებმა უნდა შეარჩიონ საგამოცდო ქალაქი და საგამოცდო საგნები. 31 მარტის ჩათვლით, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, შეცვალონ საკუთარი არჩევანი, მარტის შემდეგ კი არ ექნებათ საშუალება, შეცვალონ საგამოცდო ქალაქი.
„ორ მაისს დასრულდება უკვე მეორე ეტაპი და 2 მაისის შემდეგ ექნებათ საშუალება, შეცვალონ რეიტინგული ჩამონათვალი და მესამე ეტაპზე უკვე შეიტყობენ საკუთარ შედეგებს. პირველი ეტაპი მოიცავს საგამოცდო ქალაქის დაფიქსირებას და საგამოცდო საგნებს, საგნების შეცვლა მათ შეეძლებათ 31 მარტის შემდეგაც. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენს აპლიკანტებს შევთავაზებთ, გამოცდების ნაწილი ელექტრონული ფორმატით ჩააბარონ“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მაია მიმინოშვილი ვარაუდობს, რომ აბიტურიენტთა რიცხვი მარტის ბოლოსთვის გაიზრდება, ამ ეტაპზე კი მათმა რაოდენობამ უკვე 1000-ს გადააჭარბა. საგამოცდო ცენტრების მოწყობა, ქვეყნის მასშტაბით, 20 მაისის შემდეგ დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები