ოკუპანტებმა ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ ფლავის მცხოვრები დააკავეს
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია, „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო კომისიას ეცნობა და ყველაფერი კეთდება უკანონო ბრალდებით დაკავებული პირის გასათავისუფლებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, კახაბერ ქისიშვილი ბოლოს თანასოფლელებმა ფლავის სასაფლაოს ტერიტორიაზე, 2 დღის წინ ნახეს.