აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლო გამოწვევას შესახებ განცხადებებს კარასინი სპეკულაციას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლო გამოწვევას შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან გაიწვევს.
„ამ სპეკულაციებს დროდადრო აქვს ადგილი, რაზეა ის დაფუძნებული, ძნელი სათქმელია. სავარაუდო, თბილისი ცდილობს, რომ სოხუმის და ცხინვალის მხრიდან მოსკოვის მიმართ უნდობლობა გაჩნდეს“, – აცხადებს კარასინი.
კარასინმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათთან რუსეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ეს ჩვენი პოზიციაა და ის არ შეიცვლება“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები