ნატო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტს ნატო ეხმიანება და შემაშფოთებელს უწოდებს. შესაბამისი განცხადება ნატოს სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ გააკეთა. მისი განცხადებით, ეს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვაა.
“მე შეშფოთებული ვარ ფაქტით, რომ აპირებენ ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს რეგიონში. ამ გამშვები პუნქტების დახურვას, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მოქალაქე იყენებს, უარყოფითი ზეგავლენა ექნება ადგილობრივ სიტუაციასა და რეგიონის სტაბილურობაზე. ეს ხელს შეუშლის მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას და გავლენას მოახდენს ადგილობრივების ცხოვრებაზე”, – განაცხადა ოანა ლუნგესკუმ.
ნატო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები