ოკუპანტების მიერ გატაცებული 69 წლის მამაკაცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
სოფელ კოშკადან ოკუპანტების მიერ გატაცებული 69 წლის ამირან გუგუტიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამირან გუგუტიშვილი ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს.
ამირან გუგუტიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, როდესაც საკუთარ ბაღში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა.