ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოსთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები