გიორგი კვირიკაშვილი: დიდი სიამოვნებით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს

მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითიც ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციას გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
”მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, – ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ხელმოწერის ცერემონია ოთხშაბათს, 1 მარტს ბრიუსელში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები