ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას და შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა

 “ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭრია საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლას და შეჩერების მექანიზმს”, – ამის შესახებ ტვიტერში “რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა. მისი თქმით, ხელმოწერის ცერემონია ოთხშაბათს, 1 მარტს ბრიუსელში შედგება.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ევროპარლამენტის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში მარტის ბოლოდან შევიდოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები