გიორგი ახვლედიანი: ყველაზე მეტად რომ იჭაჭებიან მოსმენებთან დაკავშირებით, „ნაციონალები“ არიან

 “ხელისუფლებას უნდა ეთქვა, რომ სახელმწიფო საფრთხეები უფრო მაღალი ინტერესებია, ვიდრე ადამიანის უფლებები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა „მოსმენებთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე განაცხადა. ახვლედიანი თვლის, რომ მოსმენებთან დაკავშირებით, ხმაური სწორედ იმ პარტიამ ატეხა, ვინც ქვეყანაში უკანონო მოსმენები დანერგა.
„ყველაზე მეტად რომ იჭაჭებიან მოსმენებთან დაკავშირებით, „ნაციონალები“არიან, ლამის პიჯაკებიდან ამოხტნენ, ეს რა ხდება, ხალხო, ქვეყანაში, გვისმენენო, ამ დროს, საერთოდ, უკანონო მოსმენები მათ პარტიასთან ასოცირდება, ეს არის „ქართული ოცნების“ დანაშაული, რომ ეს ხალხი მოხვდა პარლამენტში“,-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები