გიორგი ახვლედიანი: ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საკონსტიტუციო კომისიაში უკავშირდება მაჟორიტარულ სისტემას

“საარჩევნო სიტემის ცვლილება, უკვე 20 წელზე მეტია, სერიოზულ პრობლემად რჩება ქვეყანაში”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უმრავლესობა თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს.
“ქართული ოცნება” თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს, მე და კომისიის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ ეს სიტემა 2 წელია გაუქმებას საჭიროებს, არის ინიციატივა შემოსული, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, არის ასევე, სამხარეო სისტემის საკითხის განხილვაც. არის მოსაზრება, რომ დღეს რაც არის, არის იდეალური, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც ამ ეტაპზე განსახილველია საკონსტიტუციო კომისიაში, უკავშირდება მაჟორიტარულ სისტემას, ამ საკითხზე მსჯელობები 2 მარტს და 4 მარტს განახლდება“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები