ვახტანგ ძაბირაძე: სამი გასაღები იქნება თუ 7, თუ ძირითადი მაკონტროლებელი სახელმწიფოა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა

“ხელისუფლებას ხომ არ შეუძლია უკანონოდ მოუსმინოს, ამიტომ მე ამ საკითხს ცოტა ირონიულად ვუყურებ”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხმაურის ატეხა მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ ორგანიზაციაზე უარგუმენტოა.
„ამ საკითხს მე ცოტა ირონიულად ვუყურებ, სამი გასაღები იქნება თუ 7 , თუ ძირითადი მაკონტროლებელი სახელმწიფოა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მე ორივე მხარის მისამართით ვამბობ, რომ ამ ეტაპზე, აჟიოტაჟის ატეხა უადგილოა. საუბარია უკანონო მოსმენებზე, ხელისუფლებას ხომ არ შეუძლია, უკანონოდ მოუსმინოს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები