ვახტანგ ძაბირაძე: საკონსტიტუციო კომისიაში ყველას აქვს უფლება, თავის მოსაზრება გამოთქვას

“საკონსტიტუციო კომისიაში მთავარი ბატალიები არის წინ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
ძაბირაძის ინფორმაციით, ძირითად საკითხად რჩება პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი. კონსტიტუციონალისტი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით, გამოყენებული იქნეს რომელიმე ქვეყნის მოდელიც. „საკონსტიტუციო კომისიაში ყველას აქვს უფლება, თავისი მოსაზრება გამოთქვას, ძირითადი შესაჯერებელი ბატალიები ალბათ ამ კვირაში დასრულდება. მთავარ განსახილველ საკითხად რჩება, ასევე, პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხი. კონსტიტუციას ვწერთ ჩვენ არსებული რეალობისთვის. არის პოზიცია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ბევრი უფლება ჰქონდეს, არის პოზიცია, რა უფლებებიც ახლა აქვს, ის შერჩეს,არის რადიკალური პოზიციაც, რომ საერთოდ გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვსაუბრობთ ასევე გერმანული მოდელის გადმოტანაზე. ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ასაკობრივი ზღვარი ავწიოთ, დასავლეთში ასეთი ნორმები კონსტიტუციაში არ არის დაფიქსირებული, მაგრამ პრაქტიკულად ასე ხდება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვახტანგ ძაბირაძემ ისიც აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტის გადმოტანის საკითხზეც. კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები