მეუფე დიმიტრი: პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია

“პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია”, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მეუფე დიმიტრი აღნიშნავს, ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა, მისი თქმით, სწორედ აღნიშნულ კონტექსტში გაიჟღერა პატრიარქის ანდერძის საკითხმა.
„ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა. რამდენჯერმე მართლაც გაიჟღერა ამ კონტექსტში პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან მეც დამაკავშირა, თუმცა ეს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა. პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ, დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მოსაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს. ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან.ხანდახან ასეც ხდება, წმინდა სინოდი ცოცხალი ორგანიზმია და უამრავ საკითხს დიდხანს განიხილავენ, ბაასობენ. პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემ გარდა“, – აცხადებს დიმიტრი შიოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები