მეუფე დიმიტრი: ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა

„ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა“, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ვისაც მსგავსი განზრახვა ამოძრავებს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება.
„ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, თუმცა ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია – ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება“, – აცხადებს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები