აკაკი შანიძე – 130: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება

აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა: „აკაკი შანიძე-130“ და აკაკი შანიძის ნაშრომებისა და პერიოდიკაში დაბეჭდილი სტატიების გამოფენა, ასევე გამოიფინება ნაშრომები, რომელიც თავად აკაკი შანიძემ აჩუქა ბიბლიოთეკას, სამახსოვრო წარწერებით. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და აკაკი შანიძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
აკაკი შანიძე  ივანე ჯავახიშვილის მოწაფე და თანამოაზრე იყო, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული გრამატიკული აზრის განვითარების ისტორიაში. აკაკი შანიძე 700-ზე მეტი გამოცემის ავტორია; ფართო იყო მისი მოღვაწეობის სფერო: რუსთველოლოგია, ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, ფოლკლორისტიკა, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, ხელნაწერთმცოდნეობა, ქართული ენის ისტორია, ქართული ენის დიალექტოლოგია, უმწერლობო ქართველური ენები, არმენისტიკა, ალბანური ენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები