ნინო ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: „კოლხეთი – მითის პირველწყარო” გაიმართება

2 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” ფარგლებში, გაიმართება ნინო ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია „კოლხეთი – მითის პირველწყარო”.
ლექციაზე განხილული იქნება არგონავტების მითი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ,,ისტორიულობით”, რაც ვლინდება მის ლინგვისტურ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ და სხვა ასპექტებში. კოლხეთთან დაკავშირებული სხვადასხვა მონაცემის მეშვეობით, წარმოდგენილი იქნება მითის ისტორიული ფონი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება წაიშალოს ზღვარი მითსა და რეალობას შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები