რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სოფელ კოშკას მკვიდრი დააკავეს

გორის რაიონის სოფელ კოშკას მკვიდრი 69 წლის მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო კომისიას ეცნობა და ყველაფერი კეთდება უკანონო ბრალდებით დაკავებული პირის გასათავისუფლებლად.
შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა. დაკავებული პირის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები