შს მინისტრის მოადგილემ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

 შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა, 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების – ახალგაზრდა იუნკერების ხსოვნას, რომლებიც სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ.
96 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სამხედრო სკოლის 182 კურსანტი თბილისის მისადგომებთან თავდაუზოგავად იცავდა ქვეყნის თავისუფლებას და მის მომავალს. მათი საამაყო თავგანწირვა თითოეული ჩვენგანისთვის დღესაც სამაგალითოა“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები