პრემიერ-მინისტრმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
,,დღევანდელი თარიღი არის ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველომ შეძლო მე-20 საუკუნის დასაწყისში ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო. სამწუხაროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. მე ამის ღრმად მწამს. ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი. ჩვენ ასევე გვმართებს შევქმნათ უფრო მეტი სიმბოლიკა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეტად მოვიხსენიოთ ისინი – ადამიანები, რომლებმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში თავი დადეს და საკუთარი სიცოცხლე გასწირეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია ყველა ინიციატივა, რომელიც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.

,,მივესალმები ყველა ასეთ ინიციატივას. ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვიხსენიოთ ისინი, მათ შორის სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ამ ადამიანებმა უდიდესი ისტორიული საქმე გააკეთეს ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, ამიტომ ჩვენი ვალია მათი ხსოვნის პატივისცემა”, – აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრი იუნკერთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები