ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

ეროვნული ვალუტა კვლავ გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.5883 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6014 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7402 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7434 ლარს შეადგენდა.
2.6014 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.63 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გამყარდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო დაიწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები