ენგურის ჰიდროელექტროსადგური დროებით გაჩერდა
ენგურჰესი დროებით გაჩერდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ კომპანია „ჩერნომორენერგოს” მთავარმა ინჟინერმა, თემურ კაციამ აცნობა. მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურის სადირივაციო არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
კაციამ განაცხადა, რომ სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შემდეგ ჰესი ისევ მწყობრში ჩადგება.
ბოლოს ამ არხში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2006 წელს ჩატარდა, ხოლო წესით, ეს 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს. 2018 წელს კი არხში კაპიტალური რემონტის ჩატარება იგეგმება.
ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თებერვლიდან, ენგურჰესში წყლის დაბალი დონის გამო, ჰიდროელექტროსადგური გაჩერდებოდა, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებოდა.