რომსა და მილანში მცხოვრებ ქართველებს ქართული წიგნები უკვე გადაეცათ

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხეები და სამკითხველო უახლოეს მომავალში გაიხსნება. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ წიგნები (უახლესი ქართული გამოცემები) უკვე ჩაიტანა იტალიაში და რომის სამრევლოს გადასცა, წიგნების ნაწილი კი მილანში გაიგზავნა. წიგნების შეძენისა და ტრანსპორტირების ხარჯები ჰოლდინგმა „ინტელექსპრესმა” და კომპანია „ინექსფონმა” უზრუნველყო.
„რომში ქართული სამკითხველო იქნება. ქართული სამკითხველო იქნება მილანშიც. მადლობა სამრევლოს, მადლობა „ინექსფონს” და „ინტელექსპრესს”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები