კონსტანტინე გამსახურდია: როცა ვაძლევთ მოქალაქეობას ამდენ ადამიანს, მინიმუმ, ქართული ენის ტესტი უნდა ჩავაბარებინოთ

“როგორ მიიღო ჩერნოვიცკიმ საქართველოს მოქალაქეობა? იცოდა მან ერთი ქართული სიტყვა მაინც?”-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიგრაციასთან დაკავშირებით ეფექტური პოლიტიკა უნდა გატარდეს. გამსახურდია სხვა ქვეყნების მაგალითებს ასახელებს და თვლის, რომ ადამიანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიეცემა, უნდა აბარებდეს ქართული ენის ტესტს მაინც.
„მიგრაციასთან დაკავშირებით, უნდა მივიღოთ შესაბამისი დოკუმენტები, უნდა გატარდეს ჯანსაღი და ეფექტური პოლიტიკა. როგორ მიიღო ჩერნოვიცკიმ საქართველოს მოქალაქეობა, როცა მან ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ქართული? მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეობას აძლევენ მაშინ, როცა ჩააბარებენ ენის და ისტორიის ტესტს და ქვეყნის ისტორიას. მე ვსვამ კითხვას: ვინმე აკონტროლებს იმ თურქი ბიზნესმენების საქმიანობას, ვისაც მისცეს საქართველოს მოქალაქეობა, დაასაქმეს თუ არა ხალხი და შექმნეს თუ არა სამუშაო ადგილები?“-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები