განახლებული ინფრასტრუქტურის შედეგად, დიდ დიღმის მოსახლეობას სტაბილურ წყალმომარაგება ექნება

საბურთალოს რაიონში, სხვიტორის ქუჩაზე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის მერიასთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. კერძოდ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ზაჰესი – თბილისის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დაასრულა. სამუშაოების პარალელურად ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საბურთალოს რაიონის მკვებავი წყალსადენის 900 მმ.-იანი და 1200მმ.-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ამავდროულად, კომპანია დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე 900მმ.-იან ახალ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.
შედეგად, დიდ დიღომს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 24 თებერვალს, კომპანიას დაგეგმილი აქვს ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები.
სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, 25 თებერვლის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში, ზაჰესის დასახლებაში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩებს;
სოფელ ზურგოვანს; ამერიკის საელჩოს დასახლებას; დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას; საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას; ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას; დიღმის მას.-ის I კვ.-ის N10, N11 და N12 კორპუსებს; სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას; ზემო ვეძისის დასახლებას; თამარაშვილის, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები