დავით მათიკაშვილი: მოსმენებთან მიმართებით ახალი სააგენტოს შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს პასუხობს

“კანონპროექტები საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოთხოვნას პასუხობს”, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა მოსმენებთან მიმართებით ახალი სააგენტოს შექმნისა და ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით განაცხადა.
“რეალურად, ეს კანონპროექტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას პასუხობს. ეს არის აუცილებელი ოქროს შუალედი, რომელიც მოიძებნა და დაიდო საუკეთესო ვარიანტი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ ერთდროულად დაიცვას მოქალაქეთა უფლებებიც და საზოგადოების უსაფრთხოებაც”, – აცხადებს მათიკაშვილი.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“ერთ დროს ერთიანი და დღეს დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციასთან მიმართებაში ისევ ერთიანდება. თუ თქვენ მოუსმენთ კითხვებს, რომელიც დაისვა კონკრეტულად კანონპროექტებთან მიმართებაში, ნახავთ, რომ იქ არის რეალური დემაგოგია. არსად არ ჩანს კონსტრუქცია, არსად არ ჩანს, შინაარსობრივად რა აინტერესებს ჩვენს ოპოზიციას, იყო კითხვები კითხვებისთვის და არა კითხვები საქმისთვის”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მოსმენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის ქვეშ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები