კონგოში დატყვევებული მფრინავი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს წავიდა

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი – სოსო ოსურაული საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 2015 წლის მარტში სოსო ოსურაულმა კონგოში კერძო კომპანიიდან მიღებული შეთავაზების მიზეზით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და შეიარაღებული ძალები დატოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. საქართველოსკიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში გადის.
სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, სიტუაციაში დეტალურად გარკვევისა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები