გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტის პროექტი გააცნო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნორმატიული აქტის პროექტი ითვალისწინებს პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ ჩანაცვლებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი გამოყენების პარკებითა და ჩანთებით. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პლასტიკის პარკების გარემოზე ზემოქმედების შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები