გარდაბნის რაიონში მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაპირისპირების შედეგად მოკლეს. ფაქტს შს-ში ადასტურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები