300 ადამიანს დაასაქმებს თბილისში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმების ფორუმიდღეს, დილის 10:00 საათიდან “ექსპო ჯორჯიას”, მესამე პავილიონში მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე მოსულ კანდიდატებს, კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტები გაესაუბრნენ და სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ფორუმის მიზანი ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების შერჩევა და დასაქმებაა.
პროექტის მხარდამჭერები, ტრადიციულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულოა.
დასაქმების ფორუმის მიმდინარეობა, დღეს, გიორგი ცხადაძემ – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დავით ნარმანიამ – ქალაქ თბილისის მერმა და გიორგი ალიბეგაშვილმა – საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჯამეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის – 80 მლნ ლარზე მეტინვესტიციას გულისხმობს.კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა.
შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელიაახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების დასაქმების და განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები