პრემიერი: დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში

დარწმუნებული ვარ, ამერიკელი პარტნიორების დიდი დახმარებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ თვისობრივი ცვლილებების შეტანას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო ”თბილისი რუმსში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში
”დარწმუნებული ვარ, ამერიკელი პარტნიორების დიდი დახმარებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ თვისობრივი ცვლილებების შეტანას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრებაში. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზნებს და განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანთ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ის კიდევ არაერთ სასიკეთო შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები