მამუკა მდინარაძე გიორგი აბაშიშვილის განცხადებას პასუხობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ე.წ. მოსმენების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირს ეთერში განაცხადა, ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მოწვეული იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მას საშუალება ჰქონდა დეტალურად გასცნობოდა მუშაობის პროცესს.
„მე იძულებული ვარ, განვმარტო გარკვეული წესი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პრეზიდენტი კანონშემოქმედებაში მონაწილეობს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა უნდა განიხილოს ეს კანონი და მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის, ან ვეტოს დადების შესახებ ეს არის წესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კარგად ესმით ამ განცხადების ავტორებს, მაგრამ ეს რატომღაც არ უნდათ, შეიძლება ერთ-ერთი ვერსია ვთქვთ – ეს იყოს მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. რაც შეეხება იმას, მათ ჰქონდათ თუ არა გასცნობოდნენ კანონს დამუშავების პროცესში – საშუალება ჰქონდათ, რადგან სამუშაო ჯგუფში მოწვეული იყო პრეზიდენტის, საპარლამენტო მდივანი და მას ჰქონდა საშუალება დეტალურად გასცნობოდა თითოეულ ნორმას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებზე საპარლამენტო უმრავლესობისგან მიღებულია უარი, ეს არის გზა თვითიზოლაციისკენ”, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტი განიხილავს ე.წ. მოსმენების კანონპროექტს, მაშინ, როცა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არის არაერთი კითხვა. ამასთან, აბაშიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები