იოზვიაკი – ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მწვანე შუქი აუნთეს

“ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს უვიზო მიმოსვლის „შეჩერების მექანიზმს“, – ამის შესახებ ტვიტერში რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.
მისი ინფორმაციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 27 თებერვალს იქნება მიღებული. ამავე დღეს გადაწყდება, თუ როდიდან ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენგენის ზონის ქვეყნებში.
ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას 2 თებერვალს დაუჭირა მხარი. 13 თებერვალს კი „შეჩერების მექანიზმზე“ გადაწყვეტილება კენჭისყრის გარეშე ამოქმედდა. ყველა პროცედურის ბოლო ეტაპი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება იქნება, რომელიც 27 თებერვალს შეიკრიბება.
16901445_10208023591339219_94178419_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები