აშშ-მა სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას დახმარება შეუჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის შეიარაღებული ოპოზიციისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ჯებჰათ ან ნუსრას“ „ბოევიკები“ „სირიის თავისუფალ არმიას“ დაესხნენ თავს.
ამ პროგრამის ფარგლებში, „სირიის თავისუფალი არმიის“ წარმომადგენლები ხელფასს, იარაღს, ტყვია-წამალს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებდნენ.
ვაშინგტონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირიის იმ ქვედანაყოფებს ეხმარებიან, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები