დეკანოზი გიორგი მამალაძე „ავერსის“ კლინიკაში გადაჰყავთ

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაჰყავთ.
დეკანოზი საავადმყოფოდან  რეანიმობილით, საბადრაგო სამსახურის თანხლებით, წაიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრში ე.წ. მატროსოვის ციხიდან პარასკევს მოათავსეს.  მას პნევმონია (ფილტვების ანთება) დაუდგინდა. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ სხვადასხვა გამოკვლევები გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები