თურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზატორთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზატორთა სასამართლო პროცესი დაიწყო. პრეზიდენტზე თავდასხმა 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს იგეგმებოდა. სასამართლო პროცესი ქალაქ მუღლაში მიმდინარეობს.
განსასჯელთა შორის 47 ადამიანი, ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეები არიან. სასამართლო პროცესის გამო, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.
ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ამბოხების საქმეზე თურქეთში 40 ათასი ადამიანია დაკავებული, ხოლო 100 ათასამდე სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები