ცხინვალის ერთ-ერთი ქუჩისთვის ვიტალი ჩურკინის სახელის მინიჭება იგეგმება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალის ერთ-ერთი ქუჩისთვის რუსი დიპლომატის, ვიტალი ჩურკინის სახელის მინიჭება იგეგმება. ჩურკინი, რომლიც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ორშაბათს გარდაიცვალა.
ის, რომ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჩურკინის სახელის დარქმევა იგეგმება. სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის” სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა აცნობა.
„ჩურკინი ოსების ინტერესების დამცველი იყო. ის გაეროში ჩვენს სახელმწიფოებრიობას იცავდა, რუსეთის მეირ სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ. ამიტომ მისი სახელის უკვდავყოფა არის ჩვენი ვალი, ვინაიდან არ უნდა დავივიწყოთ ის სიკეთე, რაც მან მოგვიტანა“, – განაცხადა ბიბილოვმა.