მამაკაცი თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის გადაყვანას საბარგო ჩანთით ცდილობდა

სარფის საბაჟოზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთის საზღვარზე 28 წლის ქალბატონის გადაყვანას საბარგო ჩანთით ცდილობდა. უწყების ინფორმაციით, მამაკაცი თურქულმა მხარემ საქართველოში გუშინ გამოაბრუნა, ქალბატონს კი დღეს გამოუშვებენ.
არსებული ინფორმაციით, ხოფაში გადასულ მამაკაცს ართვინის პროვინციის პოლიციელებმა ჩანთის გახსნა და ბარგის შემოწმება მოსთხოვეს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.
დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალბატონი, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადალახვას ცდილობდა, 3 თვის წინ თურქეთიდან დეპორტირებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები