საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება

„საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ იმ კანონპროექტებს, რომლებიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე ჯამში, 17 კანონისგან შემდგარ პროექტს წარადგენენ, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას ითვალისწინებს .
„როგორც ცნობილია, 2015 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდა აღნიშნული კანონპროექტების გასაჩივრება. ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად, ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომლებიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება. ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ვართ ძალიან აქტიურ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, რომელთათვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება “, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები