სტოკჰოლმში პოლიციელებს ქვები დაუშინეს

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, მიგრანტებით დასახლებულ რაიონში, არეულობები მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. პოლიციელებთან დაპირისპირებაში ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
შეტაკებები სტოკჰოლმის ერთ-ერთ მეტროსადგურთან მოხდა, სადაც პოლიციელები დამნაშავის დაკავების ოპერაციას ატარებდნენ. სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც მათ ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.
ცოტა ხნის შემდეგ, მეზობელ რაიონში, დაუდგენელმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს და მაღაზიები გაძარცვეს. ამჟამად არეულობების შედეგად მიყენებული ზარალი დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები