ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200 -ლარიან ვაუჩერს მიიღებს. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა კი 11 894-ია.
„ჩვენ წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200-ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. წინა წლის ბოლოს, თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი – 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად, მიეცემათ ხელზე 200-ლარიანი ვაუჩერი“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები