პარლამენტარ ქალთა პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტი მიღებას უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პარლამენტარ ქალთა პატივსაცემად, საზეიმო მიღება გაიმართება. პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი საქართველოს პარლამენტის როლს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში და ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებების დაცვაში.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი, შვედეთის ელჩი საქართველოში, მარტინა ქუიქი  და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე  თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები