ავნევთან ნაღმზე 28 წლის მამაკაცი აფეთქდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ზნაურის რაიონში დღეს აფეთქება მოხდა. დანაღმულ ტერიტორიაზე 28 წლის, სოფელ ძაგინაში მცხოვრები ახსარ გუსალოვი აფეთქდა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, აფეთქება სოფელ ავნევთან მოხდა.(აღნიშნული ტერიტორია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი გახდა).
დე-ფაქტო რესპუბლიკის “უშიშროების სამსახურის” წარმომადგენელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიმდებარე ტერიტორია განაღმული იყო.