აზერბაიჯანში ცნობილი ჟურნალისტი დააკავეს

 აზერბაიჯანში ცნობილი ჟურნალისტი – ელჩინ ისმაილი დააკავეს. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და გამოძალვა ედება ბრალად. ჟურნალსიტი ამ ბრალდებებს უარყოფს. ელჩინ ისმაილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული.
“გამოძიების ინფორმაციით, ჟურნალისტი ტურიზმის და კულტურის ისმაილის რაიონულ განყოფილების თანამშრომელს ემუქრებოდა, რომ მასზე გარკვეულ მასალებს გამოაქვეყნებდა. თანამდებობის პირმა უშიშროების სამსახურს მიმართა და ისმაილი ფულის აღების მომენტში დააკავეს“, – განუცხადა „კავკაზსკი უზელს“ ჟურნალისტის ადვოკატმა.
თავად ისმაილი ბრალდებებს უარყოფს და სისხლის სამართლის საქმეს ფაბრიკაციას უწოდებს. ჟურნალისტის თქმით, მისი სამართლებრივი დევნა პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები